воскресенье, 4 июня 2017 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო "მოვიარე საქართველო"

კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პროექტებით სწავლებაზე.
ამ კურსის გავლით შევიძინე ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც დამეხმარება მომავალში პროექტებით სწავლება მოვარგო კლასის თითოეულ მოსწავლეს, განურჩევლად ინტერესისა და შესაძლებლობებისა.
ამ ტრენინგ-კურსზე თითოეული მოდული იყო საინტერესო და სასიამოვნოდ დატვირთული. ყველა მოდული გვაწვდიდა ახალ ცოდნას, ჩვენ კი მას ვითვისებდით და ჩვენივე პროექტში ვსახავდით.
მიღებული ცოდნა ასევე ,დამეხმარება მოსწავლეები ჩავრთო პროექტში, როგორც დამოუკიდებელი მსწავლელი.მან თავად უნდა შეძლოს ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება, შეფასება, დემონსტრირება, მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტატორია. მოსწავლეთა მხარდაჭერის სავარჯიშოები დაეხმარება მათ თავად დაგეგმონ სწავლების პროცესი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნინოს, რომელიც დაუღალავად, აქტიურად იყო ჩართული,რომ ჩვენ,პედაგოგებს საკმარისი ცოდნა შეგვეთვისებინა და გამოგვეყენებინა პროექტებით სწავლებაში.

суббота, 3 июня 2017 г.

მერვე დღე

   დღევანდელ მოდულზე გადავხედეთ საკუთარ და ერთმანეთის საკვანძო შეკითხებს, განვიხილეთ და მივეცით უკუკავშირი, რითაც შევიტანე ცვლილებები საკვანძო შეკითხვებში. ეს შეკითხვები დაეხმარება მოსწავლეებს სიღრმისეულად ჩაწვდნენ პროექტის მსვლელობას.
   გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გამოწვევას, ინტერესისი აღძვრას, საპროექტო მოლოდინების განსაზღვრას და გაცნობას.
  ვიუვერმა გაგვაცნო, თუ როგორ დაეხმარება ტექნოლოგიები მოსწავლეებს პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში. შევქმენი პასილიტაციის ნიმუში რომელსაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში. ასევე პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.

четверг, 25 мая 2017 г.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი


   ეს მოდული დამეხმარა გამენალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით: შევქმენით ელექტრონულ ფორმაში: სავარჯიშოები , ჟურნალი, სქემა, სადაც მოცემულია კონკრეტული ინსტრუქცია, მინიშნებები, რომლის წაკითხვის შემდეგ მოსწავლე დამოუკიდებლად შესძლებს შეასრულოს სავარჯიშო და განივითაროს თვითრეგულირების უნარი.

   გეგმის შაბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი ბავშვისთვის და სპეც საჭიროების ბავშვებისთვის. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპისა და საჭიროების მოსწავლე ჩავრთო პროექტის აქტივობებში.

მეექვსე დღე


   მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზეიბინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. რუბრიკა დამეხმარა თვითშეფასება გამეკეთებინა მოსწავლის სავარუდო ნაშრომზე, რასაც მოსწავლეებშიც დავნერგავ, პროექტის განხორციელებისას. კიდევ ერთხელ გადავხედე ვიუვერის გამოყენებით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, და გეგმაში ავღწერე თითოეული შეფასების მეთოდი თავის ინსტრუმენტთან ერთად ქრონოლოგიის მიხედვით. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასების ინსტრუმენთი -ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, მიზნობრივად გააკეთოს აქცენტები თემის საკვანძო საკითხებზე, რომელსაც ნაშრომში ჩადებს. ეს ჩეკლისთი შეუფასებს ასევე ჯგუფური მუშაობის ხარისხსაც.

суббота, 20 мая 2017 г.

დღე მეხუთე


ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია და შევაფასეთ რუბრიკის საშუალებით. ამით მომეცა საშუალება კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის. შეფასების რუბრიკა შემიძლია გამოვაყენებინო ბავშვებს, რადგან სიღრმისეულად ჩაწვდნენ შესასწავლ საკითხს. ასევე გავიაზრე თუ როგორ გამოვიყენო საავტორო უფლებების მასალა და როგორ ვასწავლო იგი მოსწავლეებს. ჩემი პროექტის ფარგლებში შევავსე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი, რომელიც დაიცავს საავტორო უფლებებს. ასევე გავეცანი ბუკმარკის საძიებო სისტემას. იგი დამეხმარება მარტივად მოვძებნო საჭირო საიტები და დავზოგო დრო.

  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისინებით, სადაც ისინი აქცენტს აკეთებენ პროექტის საკვანძო საკითხებზე და ამზადებენ პრეზენტაციებს.

воскресенье, 14 мая 2017 г.

მეოთხე დღე

   ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. შევაფასებ წინარე ცოდნას, ასევე გავუწევ მონიტორინგს, რომლითაც დავადგენ ბავშვის ცოდნა  თუ რომელ საფეხურზეა და რამდენად აიწია ზევით.  თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის სწავლებისთვის მივცემ განმავითრებელ შეფასების ფორმებს, ინსტრუმენტებს. მეტაგოკნიტური უნარების შესაფასებლად გამოვიყენებ ასევე მრავალი შეფასების ფორმას.

пятница, 12 мая 2017 г.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების , მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები გამომეყენებინა რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტების გამოყენება დამეხმარა ჩემი პროექტი მომერგო ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ასევე საგნობრივი შედეგები და ინდიკატორები მომეხმარა პროექტის მკაფიო მიზნების გაწერაში. გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ბლუმის ლექსიკა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება მოსწავლეები სიღრმისეულად ჩაწვდნენ პროექტის შინაარსს.

воскресенье, 7 мая 2017 г.

მეორე დღე

ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს. პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სირრმისეულად შეისწავლონ მიცემული თემატიკა, მოახდინონ საპროექტო იდეების ორგანიზება. ჩემ მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასებები დაეხმარება მათ ღრმად ჩაწვდნენ თავის ნასწავლს. ამ მოდულით აღმოვაჩინე რომ მოსწავლეებს უნდა მიეცეს ავთენტური დავალებები, რათა მათ შეძლონ თავიანთი ცოდნის გამოვლენა.

суббота, 6 мая 2017 г.

პირველი დღე

ტერნინგის დასაწყისში დავსახეთ მიზანი, თუ რის გაკეთებას შევძლებთ ამ კურსისი გავლის შემდეგ. დასამახსოვრებელი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო და საკუთარი ბლოგი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რვავე მოდულის გაცნობა, რადგან ზოგადი წარმოდგენა შემექმნა სრულ კურსზე. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს მოსწავლეებში პროექტით სწავლება.