ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება
ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია და შევაფასეთ
რუბრიკის საშუალებით. ამით მომეცა საშუალება კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი
კოლეგისათვის. შეფასების რუბრიკა შემიძლია გამოვაყენებინო ბავშვებს, რადგან სიღრმისეულად
ჩაწვდნენ შესასწავლ საკითხს. ასევე გავიაზრე თუ როგორ გამოვიყენო საავტორო უფლებების
მასალა და როგორ ვასწავლო იგი მოსწავლეებს. ჩემი პროექტის ფარგლებში შევავსე გამოყენებული
ლიტერატურის შაბლონი, რომელიც დაიცავს საავტორო უფლებებს. ასევე გავეცანი ბუკმარკის
საძიებო სისტემას. იგი დამეხმარება მარტივად მოვძებნო საჭირო საიტები და დავზოგო დრო.
შევქმენით
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისინებით, სადაც ისინი
აქცენტს აკეთებენ პროექტის საკვანძო საკითხებზე და ამზადებენ პრეზენტაციებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий